რეესტრის პრეზუმფციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება

IDFI “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მაღალი საჯარო ინტერესის პროცესების მონიტორინგს.

პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ანალიზს და მის შეფასებას. პროექტის მიზანია კრიტიკულად გააზრებულ იქნას სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამით ხელი შეეწყოს პროფესიული დისკუსიების წარმართვას სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ასევე, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორის სოფიო ჩაჩავას მიერ და ეხება საჯარო რეესტრის პრეზუმფციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეფასებას.

ნაშრომი აჯამებს სასამართლოს გადაწყვეტილების და მოსამართლეთა განსხვავებული აზრების ძირითად აქცენტებს, აანალიზებს მათ გერმანული სამართლის ჭრილში. ნაშრომში ასევე მოცემულია რეკომენდაციები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ სამართლებრივად აქტუალურ საკითხებზე. ნაშრომის ავტორის შეფასებით:

“სასურველია სასამართლოს შეზღუდვის აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასების დასკვნით ნაწილში მეტად გამოეკვეთა, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული, არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას. კერძოდ, მესაკუთრის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე გაუმართლებელი და არათანაზომიერია დაშვებულ იქნეს შემძენის მხრიდან წინდახედულებისა და გულისხმიერების ვალდებულების უგულვებელყოფის წახალისება.

ამასთან, მოწესრიგების ნორმატიული შინაარსის შეფასებისას სასმართლოს სასურველია ემსჯელა იმ შესაძლო შეზღუდვებზე და იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში შემძენის კეთილსინდისიერების მიუხედავად მისი დაცვა შესაძლოა გამოირიცხოს. ასეთი შესაძლოა იყოს კანონსაწინააღმდეგო გარიგების არსებობა ან შემთხვევა როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იძულება, მოტყუება ან შეცდომაა. ამასთან სასურველია სასამართლოს ემსჯელა, ვის იცავს ცალკეულ შემთხვევაში კანონიერი ნდობის პრინციპი და როგორია მისი მიმართება რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციასთან.

ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ს პოზიციას.

იხილეთ ანალიზი სრულად აქ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s