ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება

IDFI “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მაღალი საჯარო ინტერესის პროცესების მონიტორინგს.

პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ანალიზს და მის შეფასებას. პროექტის მიზანია კრიტიკულად გააზრებულ იქნას სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამით ხელი შეეწყოს პროფესიული დისკუსიების წარმართვას სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ასევე, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტების გიორგი მშვენიერაძის და მარინე კაპანაძის მიერ და ეხება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 და 14 ივლისის გადაწყვეტილებების შეფასებას

ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ს პოზიციას.

———-

საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე: 2017 წლის 13 და 14 ივლისის გადაწყვეტილებების ზოგიერთი ხარვეზის შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება პირველი იყო, რომელიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობას შეეხებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა უკვე დიდი ხანია კრიტიკის საგანია (სამართლიანადაც), საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. პირველ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა სხვა სარჩელები/კონსტიტუციური წარდგინებები და მათთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები, რომელიც ასევე არსებითად უკავშირდებოდა ნარკოპოლიტიკის განმსაზღრელ საკანონმდებლო ნორმებს.

შესაბამისად, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად შეძლებდა სასამართლო მომდევნო გადაწყვეტილებებში ბექა წიქარიშვილის საქმეში ჩამოყალიბებული მიდგომის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. აღსანიშნავია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს ერთგვარი გამბედაობა (განსხვავებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებისაგან ) და პირველი თამამი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში.

მიუხედავად ამ პროცესის დადებითი ხასიათისა, მნიშნელოვანია, სასამართლოს გადაწყვეტილებების იმ ნაკლოვან მხარეებზე ყურადღების გამახვილებაც, რომელთა არარსებობის პირობებში გაიზრდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების ხარისხი და მის მიმართ სანდოობა. მოცემულ სტატიაში ყურადღება სწორედ ამ ხარვეზთა ნაწილზეა გამახვილებული.

წინამდებარე სტატიის მიზანია, სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 და 14 ივლისს მიღებული ორი გადაწყვეტილების ანალიზი და მათი შედარება ბექა წიქარიშვილის საქმეში დადგენილ სტანდარტებთან. ასევე, სტატიაში ყურადღება გამახვილდება დასახელებულ გადაწყვეტილებათა ხარისხზე, დასაბუთებულობასა და სამართლებრივ გამართულობაზე.

2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 0,00009 გრ. ნარკოტიკული საშუალება- დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. ხოლო 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება- კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისათვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ასევე ამავე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 151 გრამამდე კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების, „ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით – „ექვსიდან თორმეტ წლამდე,“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 266 გრამამდე კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – „ექვსიდან თორმეტ წლამდე“.

ზემოაღნიშნული საქმეების განხილვა მოხდება ორი მიმართულებით: ა) რამდენად სიღრმისეულად მოხდა საკითხის გამოკვლევა თითოეულ დასახელებულ საქმეში ბ) რამდენად სწორი მიმართულებით განვითარდა სასამართლო პრაქტიკა ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი ნორმების შეფასებასთან მიმართებით.

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასების დოკუმენტი იხილეთ სრულად აქ: http://bit.ly/2z0Fk1B 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s